თინა ბოკუჩავა: “ოცნებამ” რეალურად საარჩევნო ფონდი შეიქმნა ამ ე. წ. ანტიკრიზისული გეგმით

დაახლოებით 10%-ს მოარგეს ეს ე. წ. ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც რეალურად იქნება მათი პარტაქტივი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ამით რაღაცა საარჩევნო ფონდი შეიქმნა იმისთვის, რომ რამენაირად შეინარჩუნონ ძალაუფლება.

“რომ დავთვალოთ ის ე. წ. ანტიკრიზისული გეგმა, რაც წარმოადგინა გახარიამ და რომ დავუჯეროთ, რომელიც გაწერილია 6 თვეზე, ანუ საარჩევნო კალენდარზე ვითომ ვირტუალური დახმარების პროგრამას, ამ გეგმის მიღმა რჩება 2.7 მილიონ ადამიანი. ამ გეგმის მიღმა რჩება 700 000-ზე მეტი პენსიონერი, 200 000 თვითდასაქმებული, 100 000-მდე შშმ პირი. ანუ დაახლოებით 10%-ს მოარგეს ეს ე. წ. ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც რეალურად იქნება მათი პარტაქტივი, რაღაცა საარჩევნო ფონდი შეიქმნეს იმისთვის, რომ რამენაირად გაიხანგრძლივონ ძალაუფლება. ეს არის მთელი ფაბულა და ანატომია იმისა, რაც წარმოადგინა გახარიამ ამ ორი დღის მანძილზე”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Comments
Loading...