“თომა ჩაგელიშვილი რომ იქ ზის, ნამდვილად გაოგნებული ვარ“ – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის“ დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ჟურნალ “სარკეს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა.

“ვინც “რუსთავი2“-ში“ დარჩა, მხოლოდ მათზე ხართ ნაწყენი თუ მათზეც ვინც “ფორმულაში“ წავიდა?“ – ჟურნალისტის ამ კითხვაზე ნიკა გვარამია შემდეგს პასუხობს:

“ბოდიში, მაგრამ ნაწყენი არავისზე ვარ, “ფორმულაზე“ არის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, მინდოდა, ჩემთან ყოფილიყვნენ, მაგრამ მათ ასეთი არჩევანი გააკეთეს და მათ არჩევანს პატივს ვცემ. არც სხვებზე ვარ ნაწყენი, ნაწყენი კი არა, გაოგნებული ვარ იმ ადამიანებით, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის არხზე დარჩნენ.

“რუსთავი2“ პირველად თავის ისტორიაში, არის რუსული გავლენის ქვეშ. ეს კი კატასტროფაა და იქ მჯდომი სახეებიც კატასტროფაა ჩემთვის. ამიტომ გაოგნებული ვუყურებ ყველას, ხოლო ნაწყენი ვარ ხოლმე ჩემს შვილზე. თომა ჩაგელიშვილი რომ იქ ზის, ნამდვილად გაოგნებული ვარ“. – თქვა ინტერვიუში ნიკა გვარამიამ.

Comments
Loading...