თუთიყუში-დრაკულა,ნამდვილი გოთი ფრინველთა შორის

შავი ნისკარტი, თავი და კუდი, მოშავო-მონაცრისფრო მკერდი და წითელი ბუმბულები,რომელიც ლაბადის ქვედანაწილს ჰგავს. ყოველივე ეს კი უხდება მის დასახელებას-დრაკულა. ის ძალიან ჭრელია და ასეთი ფერადოვნება გამორჩეულს ხდის სხვა ფრინველთა შორის.

თუთიყუშის ეს სახეობა ახალი გვინეის მთებში გვხვდება. მისი ფერების სპეციფიურობისდა გამო კი დაერქვა სახელი-დრაკულა. მდედრიცა და მამრიც თითქმის ერთნაირად გამოიყურებიან,გარდა ერთი მცირე დეტალისა :მდედრებს ყურის უკან არ აქვთ პატარა წითელი ლაქა. ფრინველი საკმაოდ დიდია, მისი სიგრძე ნისკარტიდან-კუდის ბოლომე 45 სმ-ს აღწევს. ნახევრადშიშველი თავი კი კიდევ უფრო ამძაფრებს მათ მიმზიდველ და უცხო გარეგნობას.

ეს ფრინველები დამახასიათებელი ბგერებითაც გამოირჩევიან. სამწუხაროდ,კაშკაშა შეფერილობისდა გამო,ისინი ბრაკონიერების სამიზნეები არიან და მათი პოპულაცია შემცირებულია. იმედია,ამ საკითხთთან დაკავშირებით ამაღლდება ადამიანთა ცნობიერება და ფრინველებისა და ცხოველების სახეობებს მსგავსი საფრთხე აღარ დაემუქრება.

 

 

წყარო: adme.ru

Comments
Loading...