თურნავა იტალიასთან ფრენების შეჩერებაზე: ეკონომიკურად მძიმე გადაწყვეტილებაა

ამის შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც საქართველოს ტურისტული სექტორის წინაშე კორონავირუსის ფონზე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ.

“მივიღეთ გადაწყვეტილება დროებით შევაჩეროთ პირდაპირი ფრენები იტალიასთან, ვინაიდან იტალია განეკუთვნება მაღალი რისკის ქვეყნების ჯგუფს. ეკონომიკურად მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ, ჩვენთვის პრიორიტეტია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.

ვფიქრობთ, ტურიზმის ინტერესებიდან გამოდინარე, შეინარჩუნოს საქართველომ უსაფრთხო ტურისტული ბაზრის იმიჯი, მათ შორის ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ვინც ახლა სტუმრობს საქართველოს უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს.

ჩვენ იმედი გვაქვს, გაზაფხულის დადგომასთან ერთად, კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევა ალბათ, შემცირდება ან განულდება. პირდაპირი ფრენები ჩვენი პოლიტიკის მონაპოვარია. კონკრეტული ვადების დასახელება არის რთული. კორონავირუსის გავრცელება ჩვენი კონტროლის მიღმაა, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას” – ამბობს თურნავა.

Comments
Loading...