თურნავა: საკადრო გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული ეს საპენსიო რეფორმა

ამის შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციამდე განაცხადა.

“საპენსიო ფონდი, საპენსიო რეფორმა ეს არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი წარმატებული რეფორმა, რომელიც გარანტირებულია კანონმდებლობით.

ადამიანები მიდიან და მოდიან, ერთ პროფესიონალს მეორე ცვლის, მაგრამ, არცერთ საკადრო გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული ეს რეფორმა. ის არის მკაცრად და კარგად რეგლამენტირებული” – ამბობს თურნავა.

Comments
Loading...