თურქეთის საელჩო: C ჰეპატიტის ელიმინაციაზე არასპეციალისტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს უგულვებელვყოფთ!

თურქეთის საელჩოს განცხადება, ბოლო პერიოდში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “აიპრესი” უცველელად გთავაზობთ.

“თურქეთი და საქართველო ისევე, როგორც სხვა დარგებში, ჯანდაცვის სფეროშიც ძალიან წარმატებით თანამშრომლობენ. გასულ კვირას, საქართველოში ჩამოვიდა თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი ეიუფ გუმუში. ვიზიტის დროს, იგი შეხვდა თავის ქართველ კოლეგას, მინისტრის მოადგილეს ჯანდაცვის დარგში, ქალბატონ მაია ლაგვილავას. შეხვედრაზე, მათ განიხილეს ორ ქვეყანას შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოვების შესაძლებლობები და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოში საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. თურქეთშიც C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გამოიყენება იგივე ტიპის მედიკამენტები. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ თურქეთის ჯანდაცვის სისტემის, თურქეთში სამკურნალოდ ჩასული ქართველი პაციენტების დიაგნოზისა და მკურნალობის, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე დავეყრდნოთ მხოლოდ კომპეტენტური უწყებებისა და პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და უგულვბელვყოთ, არასპეციალისტების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებები”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით ნამკურნალებ პაციენტებს, წელიწადნახევარში ან ორში ღვიძლის სიმსივნე უჩნდებათ. რასაც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, კატეგორიულად გამორიცხავს და სიცრუეს უწოდებს.

 

Comments
Loading...