თურქეთში ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა
თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ინციდენტის შედეგად,რომელიც ბაქირქოის რაიონში მოხდა, 5 ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მანქანის მძღოლმა ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა ის პოლიციამ მალევე დააკავა.
დაშავებულები ამ დროისთვის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.