თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.

ყველა საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დაიხურა. სულ სხვადასხვა უბანზე არჩევნებში მონაწილეობა 56,322-მა მიიღო.
საერთო ჯამში, საპრეზიდენტო არჩევნებში ექვსი კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, რესპუბლიკური სახალხო პარტიიდან მუჰარემ ინჟე და კარგი პარტიის ლიდერი მერალ აკშენერი.

შარშან ქვეყნის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, არჩეული პრეზიდენტი ერთდროულად მთავრობის ხელმძღვანელი გახდება.
თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა არჩევნებს “დემოკრატიის დღესასწაული” უწოდა.

“24 ივნისის არჩევნები დემოკრატიის დღესასწაულია. ამომრჩეველი მასობრივად მიდის საარჩევნო უბანთან და თურქეთის მასშტაბით ხმის მიცემას განაგრძობს”, – წერს ის მიკრობლოგ Twitter- ზე.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს კი თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი უწოდა.

 

Comments
Loading...