თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილ ქართველთა რიცხვი გაიზარდა – ბოლო ცნობები

თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილ ქართველთა რიცხვი  გაიზარდა.

ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია საქართველოს ორი მოქალაქე.ერთ-ერთი გარდაცვლილის ვინაობა ცნობილია. ის სენაკის მკვიდრი, ნანი ზარანდიაა.

ინფორმაციას ადასტურებენ  საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.

შეგახსენებთ, გუშინ, გვიან ღამით თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

ამ დროისთვის, გარდაცვლილთა რიცხვმა  2 000-ს გადააჭარბა.

 

Comments
Loading...