თურქეთში, მმართველი პარტიის წევრებით სავსე ავტობუსის ავარიის შედეგად, 32 ადამიანი დაშავდა

ავტობუსს, რომელსაც თურქეთის მართველი პარტიის რიგგარეშე კონგრესის დელეგატები გადაჰყავდა, თურქეთის ქალაქ პოლატლიში ავარია შეემთხვა, რის შედეგადაც, 32 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ავტობუსს მმართველი პარტიის „სამართლიანობისა და განვითარების“ წევრები რიგგარეშე ყრილობაზე იზმირიდან გადაჰყავდა.

ავტობუსის სალონში 39 ადამიანი იმყოფებოდა. 32 მათგანი მას შემდეგ დაშავდა, რაც ავტობუსი ღობეს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა მართვა დაკარგა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წყარო: interpressnews.ge

ფოტო:არქივი

Comments
Loading...