თურქეთში, პროვინცია ბალკესირის ნაპირებთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა

თურქეთის საზღვრებთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა – გადარჩენილია 35 ადამიანი. ამის შესახებ “ანადოლუ” იუწყება.

თურქეთის სანაპირო დაცვის ძალების შტაბმა მიიღო ინფორმაცია ნახევრადჩაძირული ნავის შესახებ.

მოცემულ სექტორში, ხალხის გადასარჩენად, სანაპირო დაცვის სამი ნავი გაიგზავნა . გადაარჩინეს 35 ადამიანი. ოთხის ძებნა კი კვლავ გრძელდება.

სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენიც.

მიგრანტების ცნობით, ნავი საბერძნეთის მესაზღვრეებმა დააზიანეს, შემდეგ მათ აგრეთვე წაართვეს საწვავის მთელი მარაგი და ბოლოს მიგრანტები თურქეთის სანაპიროებთან მიიყვანეს.

Comments
Loading...