თურქეთში ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა

თურქეთში, სულთანის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ორი ბავშვი დაიღუპა, სამი კი ჰოსპიტალიზირებულია. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ხანძარი საცხოვრებელ სახლში,რომელშიც მხოლოდ ბავშვები იმყოფებოდნენ,  გვიან ღამით გაჩნდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

Comments
Loading...