თურქული მედიის ინფორმაციით, ანკარაში საქართველოს რვა მოქალაქე სახლების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

ანკარაში საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც ბრალად ბინების გაქურდა ედებათ, იუწყება თურქული მედია.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა ოთხი სახლი გაქურდეს.

ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მოპარული ხუთი ათასი ლირა და 50 ათასი ლირის ღირებულების საქონელი, მათ შორის მობილურები, სამკაული და სხვა ძვირფასი ნივთები, ასევე ტექნიკა.

დაკავებულები ამჟამად  ციხეში იმყოფებიან. ბრალის დამტიკცების შემთხევაში, მათ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

Comments
Loading...