თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის მონაკვეთზე ქვა-ღორღის ჩამოშლის გამო, 4 ავტომობილია ჩარჩენილი

თუშეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომდგენელის, ლადო კახოიძის ინფორმაციით,ავტომობილებდან მგზავრები რეინჯერების სახლებში არიან გადაყვანილნი.

მისი თქმით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, რამდენიმე საათია, საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია ,ასევე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

“ღამეა, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ “გერალის” ტექნიკა მუშაობს. რამდენიმე ადგილას, ფერდობებიდან დიდი რაოდენობით ქვა-ღორღია ჩამოშლილი. ერთ-ერთ ადგილზე, ,,ცოდვიანთ ხევსა” და “სამხევს” შორის ჩარჩენილია ოთხი ავტომანქანა, მაგრამ მგზავრები რეინჯერების სახლებში არიან გადაყვანილი. თუ წვიმა შეწყდება, სავარაუდოდ, ხვალ გზის გახსნა შესაძლებელი იქნება”, – განაცხადა კახოიძემ.

კახოიძის თქმით,მდინარე ალაზანში წყლის დონის მომატებამ შესაძლოა დატბორილ ტერიტორიასთან გამავალ გზასაც შეუქმნას პრობლემა.

ცნობისათვის​,ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მონაკვეთზე, მთისა და კლდის ფერდობებიდან ქვა-ღორღის ჩამოშლის გამო, გზა დროებით 4 აგვისტოს ღამითაც დაიკეტა, თუმცა მისი გაწმენდა დილისთვის მოხერხდა.

 

 

Comments
Loading...