იაპონია ქვეყანაშიჩასულ თითოეულ ტურისტს 185 აშშ დოლარს გადაუხდის

იაპონიის მთავრობა გეგმავს სპეციალური ვაუჩერების შემოღებას ტურისტებისთვის,185 დოლარი (20 ათასი იენი) დღეში. ამრიგად, ხელისუფლებას სურს დაეხმაროს კორონავირუსის ეპიდემიით დაზარალებულ ტურიზმის სექტორს.

აღნიშნულია, რომ ასეთი სუბსიდიები მოგზაურებს დაეხმარება ყოველდღიური ხარჯების ნახევარზე მეტის დაფარვაში. ჩეკები მიიღება კაფეებში, რესტორნებსა და მაღაზიებში. მგზავრობის ხარჯები მათი დახმარებით არ დაიფარება. სულ 1,35 ტრილიონი იენია (12.5 მილიარდი დოლარია) ამისათვის გამოყოფილი.

“ინიციატივა ივლისის ბოლოს ამოქმედდება. სუბსიდიების მისაღებად, პირდაპირ ან იაპონური ტურისტული სააგენტოების დახმარებით უნდა დაჯავშნოთ სასტუმრო (ეს მოიცავს ტრადიციულ რიოკან სასტუმროებსაც).” – განმარტავს Kyodo News.

COVID-19-ის პანდემიამ მტკივნეულად დაარტყა ტურიზმს ქვეყანაში, არა მხოლოდ ჩვეულებრივი ტურისტული ნაკადის შემცირების გამო, არამედ ტოკიოში ოლიმპიადის გაუქმების გამო.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაპონიის ხელისუფლება ეკონომიკის სტიმულირებისთვის გამოყოფს დაახლოებით 2,18 ტრილიონ აშშ დოლარს, რაც ქვეყნის მშპ-ის მესამედია. ეს იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პაკეტი.

Comments
Loading...