იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ტაიფუნის შესახებ არასათანადო ხუმრობისთვის ბოდიში მოიხადა

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ტარო კონომ ტაიფუნის შესახებ არასათანადო ხუმრობისთვის ბოდიში მოიხადა. ადრე, მან საკუთარ თავს ის ადამიანი უწოდა, რომელსაც წვიმა მოჰყავს. ის თავდაცვის სამინისტროს უფროსად დანიშვნას გულისხმობდა. ინფორმაციას სააგენტო Kyodo ავრცელებს.

ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც შეურაცხყოფა მივაყენე”, – განაცხადა მან საგარეო და თავდაცვის საქმეთა უმაღლესი კომიტეტის სხდომაზე.

მინისტრმა წინა დღით ნათქვამი ხუმრობა იგულისხმა.

”ადგილობრივები ხშირად მეძახდნენ “ამე-ოტოკოს”….მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრი გავხდი, უკვე სამი ტაიფუნი მოხდა”,- დასძინა მან.

კონოს თქმით, ამ გზით მას სურდა, ყურადღება სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე გაემახვილებინა.

”ამ განცხადების მნიშვნელობა ის იყო, რომ მათ მიმართ დამოკიდებულების გაუმჯობესება აუცილებელია,” – განმარტა თავდაცვის მინისტრმა.

ტაიფუნი “ჰაგიბისი” იაპონიას ოქტომბრის შუა რიცხვებში დაატყდა თავს, ქარის სიჩქარემ 180 კმ / სთ-ს მიაღწია. იაპონიის 12 პრეფექტურაში საშიშროების გამო, საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა.

ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად  98 ადამიანი დაიღუპა, 4 ათასზე მეტი იაპონელი კი საევაკუაციო ცენტრში გადაიყვანეს.

Comments
Loading...