ერთმანეთს 20-ზე მეტი ავტომანქანა შეეჯახა – ავტოსაგზაო შემთხვევა იგოეთთან

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა იგოეთთან.  არსებული ინფორმაციით,  ერთმანეთს 20-ზე მეტი ავტომანქანა შეეჯახა.  ავარია ცუდმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა გამოიწვია.

ამ დროისთვის შესაბამისმა სამსახურებმა გზაზე ტექნიკური მარილი უკვე მოყარეს, თუმცა მოცურების შესამცირებლად მარილის დაყრიდან გარკვეული დრო არის საჭირო.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის არც ერთ მოქალაქეს ჰოსპიტალიზება არ დასჭირვებია. უწყება ვითარებაში ერკვევა და ამის შემდეგ დაიწყებს გამოძიებას.

Comments
Loading...