ივანიშვილი აბასთუმანში ისვენებს – ,,არც კი გვიგრძვნია, რომ ვინმე განსაკუთრებული პირია სასტუმროში”

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში ისვენებს. გიგი გაჩეჩილაძე ფეისბუქში წერს, რომ დამსვენებლებს ამის გამო არანაირი დისკომფორტი შექმნიათ.

,,აგერ უკვე მე-5 დღეა ერთად ვისვენებთ  და გუშინ გავიგე, რომ თურმე ვიღაცა სასტუმროში არ შემოუშვა დაცვამ და გააგდოო…

ჰოდა, ყველანაირი საწინააღმდეგო აზრი მისაღებია ჩემთვის თუ სამართლიანობის პრინციპებს ემსახურება, მაგრამ ეს ის შემთხვევა არაა ნამდვილად, რადგან მე-5 დღეა, არც კი გვიგრძვნია, რომ ვინმე განსაკუთრებული პირია ჩვენთან ერთად სასტუმროში და ხალხიც ჩვეულებრივად მოძრაობს, ვისაც როგორ და სადაც უნდა…

ალბათ სხვა რომ ყოფილიყო მთელი ამ დღეების მანძილზე, დახურავდა მთელ სასტუმროს და მართლა არავინ იქნებოდა მის გარდა, მაგრამ კიდევ ერთხელ: ეს ის შემთხვევა არაა.

მგონია, რომ კრიტიკა ძალიან კარგია, განსაკუთრებით ჯანსაღი, მაგრამ თუ ამისათვის არანაირი საფუძველი არაა, კარგით რა, ცოტა სხვა რამეზეც იფიქრეთ ან უბრაოლდ დაისვენეთ. ეგეც ,,ასწორებს”.

P.S. ამ ფოტოებს კიდევ ერთი დატვირთვა აქვს.  ბევრი სიახლეა ჩვენს ცხოვრებაში და ყველანაირ წარმატებასთან ასოცირებული ენერგეტიკა გვჭირდება ნამდვილად, – წერს გიგი გაჩეჩილაძე.

sarkenews.ge

Comments
Loading...