ივანიშვილი: ხელს მოვაჭრი ვინმემ აზრად რომ გაივლოს სხვის მაგივრად ხმის მიცემა

განაცახდა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედში”.

“რა თქმა უნდა, არალეგიტიმურია. ამ არჩევნებზეც ზოგი ჭირი მარგებელიაო და ისევ ჩვენმა საზოგადოებამ ივაჟკაცა. ის გაფრთხილება, ის ცივი შხაპი, რაც მისცა „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებამ, ამან დიდი პოზიტივი აჩვენა ყველაზე სკეპტიკურ ევროპელესაც კი, რომ საქართველოში არჩევნები არ ყალბდება. რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, გაყალბების მცდელობაც კი არ ყოფილა. მე პირადად, ნათქვამი მაქვსხელს მოვაჭრი,ვინმემ აზრად რომ გაივლოს და ყუთში სხვისი ბარათით ხმის მიცემა გაიფიქროს.

დღეს არავის არ უჩნდება კითხვა,რომ 1 %-ითაც რომ მოიგოს ქართულმა ოცნებამ,ჭეშმარიტი,ხალხს მოგება იქნება.ეს ვერ იქნება გაყალბებული არჩევნები.ყველაფერს გავაკეთბ რომ სახელმწიფო იყოს ძლიერი, მივიდეთ ევროპის სამეგობრო ქვეყნებში”,-განაცხადა ივანიშვილმა.

Comments
Loading...