“ივანიშვილმა არჩევნები, როგორც დემოკრატიის ინსტიტუტი გააუქმა და ჯიბეში ჩაიდო”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 19 მაისს საქართველოში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. იგი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები, როგორც დემოკრატიის ინსტიტუტი გააუქმა და “ჯიბეში ჩაიდო”.

“მინდა გამოვეხმაურო და მოგმართოთ საქართველოში ჩატარებულ მორიგ საარჩევნო ფარსთან დაკავშირებით. უკევ შარშან, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ივანიშვილმა თავხედურად მოიპარა გია ვაშაძის გამარჯვება და როდესაც ჩვენ ეს შევარჩინეთ, მე მქონდა ჩემი, ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულება ივანიშვილის პირობებში საქართველოში არჩევნების თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობის თაობაზე.

მაგრამ, როდესაც სანდრამ ზუგდიდში კენჭისყრა გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, ვფიქრობდი, რომ მას არცერთ შემთხვევაში გამარჯვების შესაძლებლობას არ მისცემდნენ, მაინც მხარი დავუჭირე იმიტომ, რომ ბრძოლაში ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო.

ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა ენთუზიაზმი, ძალიან ბევრმა ადამიანმა ირწმუნა თავისი ძალების, ძალიან ბევრმა ადამიანმა მოსინჯა თავისი თავი, მათ შორის ამ პოლიტიკურ რაუნდში. მაგრამ, დღეს დგება ისეთი შედეგი, როგორიც მოსალოდნელიიყო.

ივანიშვილმა არჩევნები, როგორც დემოკრატიის ინსტიტუტი გააუქმა და ჯიბეში ჩაიდო. შეუძლებელია იმ ქვეყანაში, სადაც არის არაფორმალური მმართველობა, ტარდებოდეს ფორმალურად სწორი და დემოკრატიული არჩევნები. ეს არის რეალობა”,-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

Comments
Loading...