ილია მეორე:”მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან”

მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან,-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამებაში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

“ჩვენთან არს ღმერთი! დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება, მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან, გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას, ამაშია ქართველი ერის ძალა.

გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ დღეს სახარებიდან წაიკითხოთ ერთი თავი მთელს საქართველოში, ეს მოგცემთ თქვენ მადლსა და წყალობას, დალოცვილი იყავით, მადლობელი ვარ თანადგომისთვის.

თანადგომა გამოიჩინეს სხვა რელიგიების წარმომადგენლებმაც, მუსლიმებმა და სხვებმა. გაიხარეთ! ჩვენთან არს ღმერთი! “,-ბრძანა პატრიარქმა.

Comments
Loading...