ილია მეორე: “დაეყრდენით ღმერთს, ისწავლეთ მასთან საუბარი”

ამის შესახებ ნათქვამია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის 2018/2019 წლის საშობაo ეპისტოლეში.

“დაეყრდენით ღმერთს, ისწავლეთ მასთან საუბარი, გადაუშალეთ გული და იგი გიჩვენებთ საოცარ მაგალითს მეგობრობისა და შეწევნისა.

ცალკეული ადამიანი და მთელი მსოფლიოც დაუცველობის განცდამ სწორედ იმიტომ მოიცვა, რომ პიროვნება თავისი თავის იმედად დარჩა და შემოქმედი დაივიწყა.
ბედნიერია ის, ვის გულშიც ღმერთმა თვისი ძის სული გამოავლინა (გალატ.4,6) და აღავსო იგი ჭეშმარიტი რწმენით, სასოებითა და სიყვარულით. ასეთი პიროვნებისთვის აღარ არსებობს შიში ხვალინდელი დღისა, აღარ არსებობს შიში განსაცდელისა და თვით სიკვდილისაც, რადგან იცის და სწამს, რომ ,,ღვთის მოყვარულთ ყოველივე სასიკეთოდ წარემართებათ… ხოლო ,,თუ ღმერთი ჩვენსკენ იქნება, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ” (რომ. 8, 28,31)!”, – ნათქვამია ილია მეორეს ეპისტოლეში.

 სრული ვერსია წაიკითხეთ აქ ილია მეორეს 2018/2019 წლის საშობაო ეპისტოლე

Comments
Loading...