პატრიარქი სამღვდელოებას: ნუ დაგავიწყდებათ უფლისთვის მადლობის შეწირვა

ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების ტაძარში დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში ბრძანა.

” ვერავითარი გონება ვერ ახსნის ღვთის წყალობას მე მახსენდება. ის დრო, როდესაც მე დავამთავრე სასულიერო სემინარია და აკადემია და ჩამოვედი საქართველოში. უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე ბრძანდებოდა და სულ ცოტა რაოდენობა იყო სამღვდელობისა. ყველას ჰქონდა ფიქრი, რა ეშველება საქართველოს ეკლესიას და სასწაული მოხდა, გამრავლდა გადიდდა, საქართველოს ეკლესია. სულ 50-მდე მღვდელი იყო. ახლა თითო ეპარქიაში არის, 50-ზე მეტი. ჩვენ ვმადლობთ უფალს ასეთი წყალობისთვის. კარგი პრაქტიკა შემოვიდა ჩვენთან. ეპარქიიდან ჩამოდიან მღვდელმთავრები თავისი სამღვდელოებით და აქ ერთად ვასრულებთ წირვას, ლოცვას. დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის.

ჩვენ ლოცვის დროს ვთხოვთ უფალს მის წყალობას, მის დახმარებას და ხშირად გვავიწყდება მადლობის შეწირვა. აი, მე მინდა შეგახსენოთ, შევახსენო ჩვენს სამღვდელოებას, რომ ნუ დაგავიწყდებათ მადლობის შეწირვა უფლის მიმართ.

სახარებაში ვკითხულობთ 10-ნი კეთროვანი შეხვდნენ უფალს და ღაღადებდეს, ყვიროდეს იესო მოძღვარ შეგვიწყალენ ჩვენ.

და შეებრალა უფალს ეს ავადმყოფი ადამიანები. თქვენ იცით კეთროვანი საშინელი ავადმყოფობაა. მათ არ ჰქონდათ უფლება ხალხში ყოფილიყვნენ, გარიყული იყვნენ უდაბნოში. “,-ბრძანა პატრიარქმა.

Comments
Loading...