ილია მეორე: ყველას გილოცავთ ამ დიდებულ და ეროვნულ დღესასწაულს-ნინოობას

ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა სრულიად საქართველოს წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა.

ილია მეორემ ტაძარში შეკრებილებს და სრულიად საქართველოს ნინოობა მიულოცა.

უწმინდესმა წმინდა ნინოს ცხოვრების შესახებ იქადაგა.

“ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ჩვენს ეროვნულ დღესასწაულს – ნინოობას..წმინდა ნინო არის მფარველი კაბადოკიელი. ჩვენ ყველას გვიკვირს ასეთი ახალგაზრდა ქალიშვილი, როგორ წამოვიდა საქართველოში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ხდება ღვთის ლოცვა-კურთხევით”,-განაცხადა ილია მეორემ.

ცნობისთვის,საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს. 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27(14) იანვარს – გარდაცვალება.

Comments
Loading...