ილონ მასკი ეჭვობს,რომ ვერ იცოცხლებს იქამდე,სანამ ადამიანი მარსზე დადგამს პირველ ნაბიჯს

გამომცემლობა The Business Insider აქვეყნებს მასალას,სადაც საუბარია იმაზე,რომ ილონ მასკის აზრით,უნდა დაჩქარდეს კაცობრიობის განვითარების ტემპი. წინააღმდეგ შემთხვევაში,იგი ვერ იცოცხლებს იმ დრომდე,როცა ადამიანი შეძლებს მარსზე პირველი ნაბიჯის დადგმას.

ეს განცხადება მილიარდელმა გააკეთა ვაშინგტონში, კონფერენციის Satellite 2020 ფარგლებში . მას დაუსვეს კითხვა იმის შესახებ,თუ რას ფიქრობდა კოსმოსის “დაპყრობის” პერსპექტივაზე ,რაზეც მან განაცხადა,რომ აქვს გულწრფელი იმედი-იქამდე სიცოცხლისა,როცა ადამიანი დადგამს პირველ ნაბიჯს მარსზე.

“მაგრამ თუ ჩვენ არ დავაჩქარებთ ინოვაციების განვითარების ტემპს,მე ნამდვილად მოვკვდები,სანამ ეს მოხდება”-ამბობს მასკი და აქვე სძენს,რომ მთავარი პრობლემა,რომლის  გამოც ადამიანს არ შეუძლია ახალი პლანეტების აღმოჩენა და მათი დაპყრობა არის ის,რომ კაცობრიობას არ გააჩნია ის მრავალჯერადი რაკეტები,რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი იქნებოდა დედამიწიდან ამ პლანეტებზე ყოველივე იმის გადატანა,რაც ჩვენი სიცოცხლისათვისაა აუცილებელი.

 

წყარო:ferra.ru

Comments
Loading...