ილონ მასკი: Amazon-ის გაყოფის დრო მოვიდა,მონოპოლია-ეს არასწორია

ამერიკელი მეწარმე და გამომგონებელი ილონ მასკი მიიჩნევს, რომ კომპანია Amazon-ს უკვე მონოპოლია აქვს ბაზარზე და უნდა დაიყოს.ამის შესახებ მან თავის Twitter-ის ანგარიშზე დაწერა.

“Amazon-ის გაყოფის დრო მოვიდა. მონოპოლია – ეს არასწორია. ჯეფ ბეზოსი კი, ეს რაღაც სიგიჟეა” – წერს მასკი თავის Twitter-ზე.

მასკმა ეს შეტყობინებები სხვა მომხმარებლის პოსტის საპასუხოდ გამოაქვეყნა. ეს უკანასკნელი ჩიოდა, რომ Amazon-მა უარი თქვა ქსელური სერვისის საშუალებით, მისი ახალი წიგნის გაყიდვაზე, ეს წიგნი კი ახალ კორონავირუსს ეხება.

Amazon-ი არის მსოფლიოში უდიდესი კორპორაცია, რომელიც საქონელსა და მომსახურებას ინტერნეტით ყიდის. იგი ჯეფ ბეზოსმა 1994 წელს დააარსა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ახლა დაახლოებით 1,23 ტრილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული.

ჯეფ ბეზოსი კი, Bloomberg-ის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია. მისი მთლიანი ქონება 149 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

Comments
Loading...