ილონ მასკმა კორონავირუსის გარშემო არსებული პანიკა გააკრიტიკა

Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა-ილონ მასკმა ,თვითერზე,გააკრიტიკა პანიკა,რომელიც კორონავირუსის გარშემოა ამტყდარი.

თავის ანგარიშ გვერდზე წერს :”პანიკა კორონავირუსის გარშემო-სისულელეა”.

მასკის ამ განცხადებამ მკითხველის აღშფოთება გამოიწვია და კომენტარებში აქვეყნებდნენ კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობას. ზოგიერთი კი წერდა,რომ მსგავსი განცხადების მოსმენა მეტად უცნაური და მძიმეა იმ ადამიანისგან,რომელსაც ეკუთვნის ისეთი კომპანია,რომლის თანამშრომლებს არ შეუძლიათ დისტანციური მუშაობა,კორონავირუსისაგან თავის დასაცავად. ყველა ეს განცხადება ილონ მასკმა უპასუხოდ დატოვა.

შეგახსენებთ,რომ ამ ვირუსმა ჩინეთიდან დაიწყო გავრცელება და დღეს მისით 100 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული,ხოლო 3,4 ათასზე მეტი-გარდაცვლილი.

წყარო: ferra.ru

Comments
Loading...