“იმედია, არსებობენ და თქვენი იმედი მაქვს” – ახალგაზრდა მამაკაცი,რომელიც ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს, საზოგადოებას მიმართავს
ხობის მკვიდრი, 36 წლის მანუჩარ დოლბაძე ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ახალგაზრდა მამაკაცი საზოგადოებას დახმარებას თხოვს და სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“ამ პოსტს ისევ ვაქვეყნებ და მინდა გთხოვოთ ყველას, მათ შორის სუჯაშვილებსა და ფიცხელაურებს, რომ დამეხმაროთ ბიოლოგიური მშობლების პოვნაში . გთხოვთ, მაქსიმალურად გაავრცელოთ, ისევ თქვენს გვარში, არააქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ, მათი სახელებია_ ვალერიანე სუჯაშვილი ,ვალერიანის ძე ,დაბადებული: 1950 წელს და თინა ფიცხელაური, ვალერიანის ასული, დაბადებული: 1950 წელს. არვიცი, არიან და არსებობენ თუ არა რეალურად ეს ადამიანები, მაგრამ მე მაინც ვეძებ…
იმედია, არსებობენ და თქვენი იმედი მაქვს…
მე დაბადებული ვარ 1986 წელს, დაბადების ადგილად მიწერია რუსთავის სამშობიარო ასე მიწერია დაბადების მოწმობაში,შეიძლება შეცვლილიც არის არვიცი,წინასწარ გიხდით მადლობას ყველა ვისაც გულთან ახლოს მიაქ ჩემი პრობლემა და ცდილობს დამეხმაროს”,-წერს მანუჩარ დოლბაძე.
ფოტო: მანუჩარ დოლბაძე გამზრდელ დედასთან ერთად