იმნაძე ზიარების წესზე: ერთი კოვზი ადამიანმა არც ოჯახში უნდა გამოიყენოს, არც რესტორანში

” ეკლესია თვითონ გადაწყვიტავს ამ საკითხს, მე არ ვარ რელიგიათ მცოდნე,ეპიდემიოლოგი ვარ”- ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, TV პირველის ეთერში, ახალი კორონავირუსის გამო, ზიარების წესის შეცვლაზე, საუბრისას განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ის არ იძლევა რეკომენდაციებსა და რჩევებს ეკლესიასთან ან რომელიმე ინსტიტუციასთან დაკავშირებით.

იმნაძემ აღნიშნა, რომ ზოგად რეკომენდაციებზე დაყრდნობით სხვადასხვა ინსტიტუციები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას.

” ადამიანმა ერთი კოვზი არც ოჯახში არ უნდა გამოიყენოს, არც რესტორანში და არც გვერდზე მჯდომის, ხელიც არ უნდა გადაყოს, მისი საჭმელი არ უნდა აიღოს.

ვთქვა ახლა?! არ უნდა გამოიყენოს მეზობლის ჩანგალი ან კოვზი, რესტორანშიც რომ ზის. ეს ჩვეულებრივი რჩევაა. არის რწმენა და მეცნიერება, ამაზე ფილოსოფიურ კამათში ვერ შევალ”-ამბობს იმნაძე.

Comments
Loading...