იმნაძე კორონავირუსზე: მეორე კონტაქტიდან მესამეს გადაცემის შემდეგ სიტუაცია უმართავი იქნება

მაშინ უნდა შეგვეშინდეს, როდესაც აქ ქვეყანაში პირველი გადაცემიდან იქნება მეორე გადაცემა და მეორედან მესამე მერე, სიტუაცია იქნება უმართავი”-დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მეორე კონტაქტი ვირუსს გადასდებს მესამე კონტაქტს, ქვეყანაში სიტუაცია იქნება უმართავი.

იმნაძის თქმით, ჯერჯერობით საქართველოში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

„ჩვენ მაშინ უნდა შეგვეშინდეს, როდესაც აქ ქვეყანაში პირველი გადაცემიდან იქნება მეორე გადაცემა და მეორედან მესამე მერე, სიტუაცია იქნება უმართავი. მთავარია, პირველი და მეორე გადაცემები შევაკავოთ, ეს არის ჩვენი ამოცანა. მაქსიმალურად უნდა შევძლოთ, რომ გავაჩეროთ ეს გადაცემები. დიდ ქვეყნებში იპოვეს ადამიანები და არ იციან საიდან გადაეცათ მათ ეს ვირუსი, ვერ დაადგინეს კონტაქტი. ეს უკვე საშიშია, ჩინეთის გარდა, ამას ვერავინ გააკეთებს“, – განაცხადა იმნაძემ.

Comments
Loading...