იმპიჩმენტის საკითხზე დაგეგმილ პროცესზე ტრამპის ადვოკატი პეტ ჩიპოლონე იქნება

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის იურისტი პეტ ჩიპოლონე სენატში, იმპიჩმენტის თაობაზე გამართულ სასამართლო პროცესზე მისი მთავარი უფლებადამცველი იქნება.

”დიახ, როგორც ჩანს,” – უპასუხა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტების კითხვას, თუ ვინ დაიცავს მის ინტერესებს.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესზე კიდევ რამდენიმე ადვოკატი იქნება.

თუმცა პეტ ჩიპოლონე, რომელსაც ტრამპმა “თეთრი სახლის ფანტასტიური იურისტი” უწოდა, მისი მთავარი უფლებადამცველი იქნება.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასევე ჰარვარდის იურისტის პროფესორის ალან დერშოვიცის, ასევე პრეზიდენტის პირადი ადვოკატის ჯეი სეკულოუს მონაწილეობას განიხილავს.

კონგრესის ქვედა პალატის ზოგიერთი აქტიური ადვოკატი ასევე სენატის სასამართლოს წინაშე სიტყვით გამოსვლას გეგმავს.

ცნობისთვის, წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი. 

წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილება სენატს გადაეგზავნება და სენატორთა კვალიფიციური უმრავლესობის (სიითი შემადგენლობის 2/3 ანუ 67 სენატორი) დამტკიცების შემთხვევაში, პრეზიდენტი თანამდებობას ჩამოშორდება, მისი საქმე კი სასამართლოს გადაეცემა.

აშშ-ის სენატში 100 სენატორია. მათგან 53 რესპუბლიკელია, 45 დემოკრატი, ორი კი – დემოკრატიულ პარტიათან კოალიციაში მყოფი უპარტიოა.

დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში მესამე პრეზიდენტი გახდა, რომლის იმპიჩმენტსაც წარმომადგენელთა პალატამ დაუჭირა მხარი. პირველი, 1868 წელს, ენდრიუ ჯონსონი იყო, მეორე, 1998 წელს, კი – ბილ კლინტონი. ორივე შემთხვევაში ბრალდება სენატორთა არასაკმარისი რაოდენობის მიერ იქნა მხარდაჭერილი.

Comments
Loading...