”იმ დღეს, სანამ გარდაიცვლებოდა, დამირეკა, ძალიან მინდა, ყველანი ჩემთან შევიკრიბოთო, ასე ჩამოურეკავს სხვებთანაც”

შოთა რუსთაველის თეატრის მსახიობები ნიკა ქაცარიძეს კიდევ ერთხელ იგონებენ. მათ შორისაა პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი, რომელიც აღნიშნავს:

„იმ დღეს, სანამ გარდაიცვლებოდა, დამირეკა, ძალიან მინდა, ყველანი ჩემთან შევიკრიბოთო. ასე ჩამოურეკავს სხვებთანაც. ვუთხარი, მოდი, 8 იანვრისთვის გადავდოთ-მეთქი. არაო, მიპასუხა, მინდა, ყველანი დღეს გნახოთო. სამწუხაროდ, ვეღარ ვნახეთ…“

რუსთაველის თეატრის მსახიობი, ირაკლი სანაია ამბობს, რომ ნიკა ქაცარიძე მას გარდაცვალების შესახებ რამდენიმე წლის წინ ესაუბრა:

„ხშირად ამბობდა, ბიჭებო, ერთმანეთს მოვეფეროთ და ჩავეხუტოთ, არ ვიცით, ვინ როდის წავალთ ამ ქვეყნიდანო. დაახლოებით 5 წლის წინ მითხრა, ირაკლი, ასე მგონია, მალე მოვკვდებიო, მაშინ გავბრაზდი, რა სისულელეს ლაპარაკობ-მეთქი…“

წყარო: ჟურნალი „სარკე“

Comments
Loading...