ინაშვილი: ბოკერია-კვირიკაშვილი გარიგდნენ და არჩევნები გაყალბდა

“პატრიოტთა ალიანსმა” დღეს აქცია-მსვლელობა პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამართა. აქციის მონაწილეები ვარდების მოედნიდან მსვლელობით მთავრობის კანცელარიასთან მივიდნენ.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის ირმა ინაშვილის თქმით, პრემიერი ბოკერიას გაურიგდა და ქვეყანაში არჩევნები გაყალბდა.

აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო ცვლილებებსაც აპროტესტებდნენ და მმართველ გუნდს ერთპარტიული კონსტიტუციის მიღებაში ადანაშაულებდნენ.

“დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. არჩევნები გაყალბდა. კონსტიტუცია ერთპარტიულია. საარჩევნო დიქტატურა დამყარდა. კვირიკაშვილი გაურიგდა ბოკერიას და გაიტანა ერთ-ერთ მთავარ ოპოზიციურ ძალად არჩევნების გაყალბების გზით. ამიტომ, ჩვენ უნდა დავამთავროთ ქვეყანაში ეს ტყუილი და უნდა ავაშენოთ თავისუფალი, დემოკრატიული და ლაღი ქვეყანა”,- განაცხადა ინაშვილმა.

აქციის მონაწილეების თქმით, ასამდე ადამიანი მთავრობის კანცელარიასთან 24 საათის განმავლობაში დარჩება და მჯდომარე აქციას გამართავს.

Comments
Loading...