ინაშვილი: “გირჩი” რომ სახელმწიფო მანქანის პროდუქტია, ეჭვი კიდევ ვინმეს ეპარება?

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტს და “გირჩს” სახელმწიფო მანქანის პროდუქცია უწოდა.
“გირჩი” რომ სახელმწიფო მანქანის პროდუქტია, ეჭვი კიდევ ვინმეს ეპარება? ნებისმიერ თქვენგანს მარიხუანა რომ პირდაპირ ეთერში დაეთესა, მოეწია, რელიგიური სექტა ჩამოეყალიბებინა, “მღვდლები” ეკურთხებინა და 7 000-ზე მეტი წვევამდელი დეზერტირად ექცია, რას უზამდნენ, როგორ ფიქრობთ? ეს გაუგებარი ნახევარფაბრიკატები ვინ წაახალისა, ვინ “აბლატავა”, ვინ გამოიყენა პლანის პლანტაციების პროექტის წინაპირობად, ხომ ვერ მეტყვით? ტელეკომპანია “იმედი” 24 საათიან რეჟიმში რომ სხვადასხვა ნარკოტიკის პირდაპირ პროპაგანდას ეწეოდა, ესეც შემთხვევით მოხდა, ეტყობა… სახელმწიფო მანქანა და სახელმწიფოს ინტერესი, ალბათ, არ იყო”, – წერს ინაშვილი.

Comments
Loading...