ინაშვილი “ნაცმოძრაობას”: მიწასთან გაგასწორებთ პოლიტიკურად და მორალურად, სათითაოდ დაგივლით ყველას”

“მე მგონი სახლში არ გელაპარაკებიან თქვენ. მე შემომიარეთ ხოლმე და დაგელაპარაკებით და გაგახსენებთ რა დანაშაულებები გაქვთ ჩადენილი”, – ასე მიმართა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობას”.

“ბოლომდე გაგასწორებთ მიწასთან, პოლიტიკურად, მორალურად და ზნეობრივად. თქვენ მაინც არ გაქვთ ზნეობა, დაცლილი ხართ ამ ყველაფრისგან. ამიტომ გეუბნებით, ჩააქრეთ ფარები, თქვენი “ტიტუშკების” არავის ეშინია. არც გვარამიას არავის ეშინია, იქიდან რომ იმუქრება. დედის გინებაზე კი არა, დაგივლით სათითაოდ, სათითაოდ დაგივლით დედიან-მამიანად სულ ყველას”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მას რომან გოცირიძე შეეკამათა: “სავსებით სამართლიანად გეშინიათ”, – რაზეც ინაშვილი პასუხობს:

“ვისაც ეშინია, ულვაშებზე ეტყობა, რომ გიცახცახებთ. იმ ვაშაძეს კიდეც, გამოცდილი, მართლა რუსების მსახური რომ არის. წყნარად იყავით თქვენ”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

Comments
Loading...