ინაშვილი: სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმის სამართლებრივ-პოლიტიკურ შეფასებაზე ბიურომ რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტის ბიურომ განსახილველ საკითხთა შორის “პატრიოტთა ალიანსის” მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა, რომელიც მიზნად ისახავს სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმის სამართლებრივ-პოლიტიკურ შეფასებას. ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი facebook-ის პირად გვერდზე წერს.
“ეს წუთია საქართველოს პარლამენტის ბიურომ განსახილველ საკითხთა შორის დაამტკიცა ჩვენი რეზოლუციის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმის სამართლებრივ-პოლიტიკურ შეფასებას. წამყვანი კომიტეტი იურიდიული კომიტეტია. 3 დღეში შესაძლებელია კომიტეტის ფარგლებში მუშაობის დაწყება. ამასობაში, ვაგრძელებთ რეზოლუციის ტექსტზე ხელმოწერების შეგროვებას. გილოცავთ, ეს ჯერ დასაწყისია”,-წერს ირმა ინაშვილი.