ირმა ინაშვილი: ჩემი ოცნებაა რამდენიმე დოკუმენტური ფილმი გადავიღო, იმედია სიბერეში მოვახერხებ

“ჩემი ოცნებაა დოკუმენტური ფილმების სტუდია მქონდეს. ჩანაფიქრი მაქვს, რამდენიმე ფილმი გადავიღო, იმედია სიბერეში მოვახერხებ”, – ამის შესახებ ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარემ ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

გადაცემაში საუბარი იყო ქალების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობაზე.

კითხვაზე, პარლამენტში 150 დეპუტატია, აქედან ქალი კი მხოლოდ 22-ია, მეტყველებს თუ არა ეს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე, ირმა ინაშვილი პასუხობს: „ვერ ვიტყოდი ასე, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც აქვს მონაცემები, იქნება ქალი თუ კაცი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ის დაიმკვიდრებს მის ადგილს კულტურაში, მეცნიერებაში, პოლიტიკაში. მაგრამ თუ ეს ნიჭი და რაღაც თვისებები არ გაქვს, ე.ი იქ არ არის შენი ადგილი. როცა მე მივხვდები, რომ ჩემი ადგილი არ არის ვთქვათ პოლიტკაში, უამრავი სფეროა, სადაც შემიძლია….ჩემი ოცნებაა დოკუმენტური ფილმების სტუდია მქონდეს. ჩანაფიქრი მაქვს, რამდენიმე ფილმი გადავიღო, იმედია სიბერეში მოვახერხებ”, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

Comments
Loading...