ინდოეთის შტატ ტელანგანაში სიცხისგან 167 ადამიანი გარდაიცვალა

ინდოეთის შტატ ტელანგანაში, 1 აპრილიდან დღემდე, სიცხისგან  სულ მცირე 167 ადამიანი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას  Deccan Chronicle ავრცელებს.

მისი ცნობით, აღნიშნული მონაცემები შტატის საგანგებო სიტუაციების სააგენტოში შევიდა. სააგენტოს ამ ადამიანებისთვის სიცხისგან დაღუპულთა კვალიფიკაცია ჯერ არ მიუცია. ამისათვის სპეციალური კომისიისგან ჯერ ოფიციალური დოკუმენტაცია უნდა შეიქმნას.

ტელანგანაში, ბოლო დღეებში, თერმომეტრებს 40 გრადუსზე ნაკლები არ უჩვენებია. შტატის ზოგიერთ ნაწილში კი სიცხე 47 გრადუსს აღწევს. როგორც ამბობენ, ასეთი სიცხე იქ, კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება.

Comments
Loading...