ინდოეთში, წყალდიდობას 106 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, კერალას შტატში წყალდიდობის შედეგად 106 ადამიანი დაიღუპა, 150 ათასი ადამიანი კი საცხოვრებელი სახლის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ სასწრაფო დახმარების წარმომადგენელზე დაყრდნობით სააგენტო AFP ავრცელებს.

უცნობი ოფიციალური პირის ცნობით, შტატში 1,300 ბანაკი გაიხსნა, სადაც წყალდიდობის შედეგად დაზარალებულები გადაჰყავთ.
ამ დროისთვის ბანაკში 147 ათასი ადამიანი იმყოფება. საგანგებო სიტუაციების სამსახურების წარმომადგენლის განცხადებით, 6 500 ადამიანი კვლავ ბლოკირებულია.

ხელისუფლების განცხადებით, შტატში “ძალიან სერიოზული” კრიზისია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ 26 აგვისტომდე ქალაქ კოჩინში საერთაშორისო აეროპორტის დახურვა გადაწყვიტა.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, წყალდიდობა უხვმა ნალექმა გამოიწვია.ოპერაციაში ვერტმფრენები და სამხედროები მონაწილეობენ. ამჟამად, შტატში 540 ჯარისკაცი იმყოფება. უახლოეს დღეებში მათი რაოდენობა გაიზრდება.

Comments
Loading...