ინდონეზიაში, მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 555-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში, მიწისძვრების სერიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 55-მდე გაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 29 ივლისიდან 19 აგვისტომდე, მიწისძვრების შედეგად დაახლოებით  402 ათასი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული გახდა, დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილები.

მთლიანობაში, განადგურდა 80,5 ათასი სახლი. დანგრეული რაიონის რეკონსტრუქცია უახლოეს კვირაში დაიწყება.

29 ივლისს, კუნძულ ლომბოკთან 6,4 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. 7მაგნიტუდა სიმძლავრის განმეორებითი ბიძგები კი 5 აგვისტოს მოხდა. მიწისძვრის შემდეგ, დაფიქსირდა 120 განმეორებითი ბიძგი. 9 აგვისტოს კი, ცნობილი გახდა, რომ ლომბოკის კუნძულზე 5,9 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

 

Comments
Loading...