ინჟინრებმა შექმნეს გიგანტური ატომები, რომლებიც კვანტურ კომპიუტერს გააუმჯობესებს

ჩვენთვის ნაცნობი კომპიუტერი ორობით სისტემაზე, 0-ზე და 1-ებზე მუშაობს. ამის კვანტური ანალოგი ეგრეთ წოდებული ქუბიტია. ელემენტარული ნაწილაკების სამყაროს სპეციფიკის გამო, მოქმედი კვანტური კომპიუტერის შექმნა რთულია. ქუბიტებით გადაცემული ინფორმაცია მალევე "ფუჭდება".

MIT-ის ინჟინრებმა ხელოვნური “გიგანტური ატომები” შექმნეს, რომლებიც შედარებით მარტივად კონტროლირებადია და ნორმალური ოპერაციების შესრულებისას რთულად “იშლება”. კვლევა Nature-ში გამოქვეყნდა და მოქმედი კვანტური კომპიუტერის შესაქმნელად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ “ხელოვნური ატომები” უფრო დახვეწილი კვანტური კომპიუტერების შემუშავებაში დაგვეხმარება. “ეს ისეთი ფიზიკის ათვისებაში გვეხმარება, რომელზე წვდომაც ბუნებრივი ატომებით რთულია”, — ამბობს კვლევის თანაავტორი ბჰარათ კანანი, — “გიგანტური ატომების ეფექტი მარტივად დაკვირვებადი და გასაგებია”.

“ეს ხრიკი მარტივი გამოსავალია”, — დასძენს კანანი, — “თანაც, ამ ტექნიკას სხვა გამოყენებაც შეიძლება ვუპოვოთ”.

 

წყარო:On.ge

Comments
Loading...