ინტერნეტში თორდიაზე სკანდალური ვიდეო ვრცელდება – “ეგ გველაძუა ნაცი, სხვას რომ ესხმის თავს იარაღით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრება”

ფეისბუქში ლაშა თორდიას სავარაუდო მონაწილეობით ვიდეოს ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს.

კადრები შიდა სამეთვალყურეო კამერით არის გადაღებული. როგორც ვიდეოს ავტორი წერს, ლაშა თორდია იარაღით ბარის თანამშრომელს ემუქრება.

ვიდეოს გამავრცელებელი წერს, რომ დაპირისპირების მიზეზი მუსიკის ხმა გახდა. როგორც კადრებში ჩანს, სავარაუდოდ, ვიდეო 2016 წლის 24 დეკემბერსაა გადაღებული.

„პატივცემულ საჯარო მოხელე თორდიას, მუსიკის ხმის მომატებისთვის სხვას რო ესხმის თავს იარაღით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრება მოქალაქეებს, დიდხანს უნდა აფარონ ხელი სამართალდამცავებმა? რიგითი მოქალაქეების უფლებები როდის იქნება დაცული ამ ქვეყანაში და როდის იქნება კანონი ყველასთვის თანაბარი? ნუ აყრის ხალხს ნაცარს თვალებში „გლავნი აუდიტორი““

ეგ გველაძუა ნაცი, რომ დათვრება თავი აღარ აქვს და მაგას უნდა ვენდოთ? ყველაფერზეა წამსვლელი, ეს ტყუილების გუდა, მაგრამ რა უნდა გაგიკვირდეს ნაცისგან? სისასტიკე, ტყუილი და სიცრუე სისხლში აქვთ გამჯდარი. თუმცა აღარ გამოუვათ”.

Comments
Loading...