ინტოქსიკაციის შემთხვევა რუსთავში – მოზარდმა დიდი ოდენობით მარიხუანა მიიღო

რუსთავში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მცხოვრებმა 15 წლის მოზარდმა ნარკოტიკებით ინტოქსიკაცია მიიღო. ინფორმაციას “ინფო რუსათვი” ავრცელებს.

არსებული  ინფორმაციით, მან დიდი ოდენობით მარიხუანა მიიღო, რის შემდეგაც თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. მოზარდი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას  ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის  სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Comments
Loading...