ინციდენტი ფოთში – 60 წლის ქალი 84 წლის დედას ფიზიკურად გაუსწორდა

ფოთში, ნინოშვილის უბანში ურთიერთშელაპარკების ნიაადაგზე, 60 წლის ქალი 84 წლის დედას ფიზიკურად გაუსწორდა.  როგორც დაზარალებული ჰყვება, შვილმა მას ყავარჯენი წაართვა და ზურგის არეში დარტყმა რამდნჯერმე მიაყენა.  ინციდენტი გუშინ, იმ დროს მოხდა, როდესაც მისი შვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შშს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა შეტყობინებაზე ოპერატიული რეაგირება მოახდინეს და ოჯახში ძალადობის ბრალდებით  რ.მ. დააკავეს.  მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 126-ე  1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

 

Comments
Loading...