ირაკლი(დაჩი) ბერაია ივანიშვილზე: მან ვერ შეძლო ჩემი გადარწმუნება

მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი(დაჩი) ბერიას განცხადებით, პროპორციულს სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საკუთარ პოზიციას ამდრომდე არ ცვლის. ბერიას თქმით, იგი გუშინ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, თუმცა მმართველი გუნდის ლიდერმა მისი გადარწმუნება ვერ შეძლო.

“ამ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერ… პირველ რიგში, უნდა დავაფიქსირო ჩემი დიდი პატივისცემა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მისი პიროვნებისა და გადაწყვეტილების მიმართ. ჩვენ გუშინ ძალიან ბევრი ვისუაბრეთ, გავუზიარეთ ერთმანეთს პოზიციები, თუმცა მან ვერ შეძლო ჩემი გადარწმუნება”.

დეპუტატის განცხადებით,  თუ საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირების შემთხვევაში,  დადგება  საკითხი მისი უმრვალესობიდან წასვლის, იგი  მანდატს დატოვებს.

“მანდატს დავტოვებ იმ შემთხვევაში, თუ საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირების შემთხვევაში დადგება ჩემი უმრავლესობიდან წასვლის საკითხი. არ მიმიღია არანაირი გაფრთხილება”, -განაცხადა  ბერაიამ.

Comments
Loading...