ირაკლი კობახიძე: “ამ ეტაპისთვის უკვე ცხადია, რომ შედგება მეორე ტური”
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩვნების მეორე ტური გაიმართება.
“საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი. ჩვენთან შემოდის უკვე ოქმის მონაცემები, დათვლილია 1000-მდე უბანი. ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პირველ ადგილზეა. ამ ეტაპისთვის უკვე ცხადია, რომ შედგება მეორე ტური, სადაც გავლენ სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე”, – განაცხადა კობახიძემ.