ირაკლი კობახიძე ბერძენ ხალხს სამძიმარს უცხადებს

შეძრული ვარ საბერძნეთში ხანძრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საქართველოს პარლამენტის სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ჩვენს მეგობარ ბერძენ ხალხს, გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს

შეგახსენებთ,რომ ცენტრალურ საბერძნეთში, ათენის მიმდებარედ, ხანძარი მძვინვარებს. ბოლო ინფორმაციით,  დაღუპულია 50 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 100-მდე.

ხანძრის ჩაქრობაში 600 ადგილობრივი მეხანძრეა ჩართული, თუმცა სამუშაოებს ხელს ძლიერი ქარი უშლის. ქვეყანამ, დახმარებისთვის უკვე მიმართა ევროკავშირს.

 

Comments
Loading...