ირაკლი კობახიძე საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას რამადანის დაწყებას ულოცავს

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას რამადანის დაწყებას ულოცავს

“ჩვენს მუსლიმ თანამოძმეებს ვულოცავ წმინდა რამადანის თვის დაწყებას!

ჩვენ საერთო სამშობლო, ისტორია, სიხარული და მიზნები გვაერთიანებს. თქვენ ხართ უმნიშვნელოვანესი და განუყოფელი ნაწილი ჩვენი ქვეყნისა და გამორჩეულ როლს ასრულებთ საქართველოს განვითარებაში.

მწამს, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ საქართველოს გაძლიერებას და ჩვენი ქვეყნისთვის ღირსეული მომავლის შექმნას.

საქართველოს პარლამენტის სახელით, კიდევ ერთხელ გილოცავთ რამადანის დაწყებას. მშვიდობას, კეთილდღეობასა და დღეგრძელობას გისურვებთ. – ნათქვამია მილოცვაში.

Comments
Loading...