ირაკლი კობახიძე: ხალხის სახელით ლაპარაკობს მაქარაშვილი, დიღმელაშვილი, მიშა მშვილდაძე და ვახო სანაია, ეს სირცხვილია და მათთან სახარებაზე საუბარი შეუძლებელია

ხალხის სახელით ლაპარაკობს მაქარაშვილი, დიღმელაშვილი, მიშა მშვილდაძე და ვახო სანაია, ეს სირცხვილია და მათთან სახარებაზე საუბარი შეუძლებელია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.

“წარმოიდგინეთ, ევროკომისიის რეკომენდაციები გამოქვეყნდა და იმ დღიდან ისინი [ოპოზიცია] გამოხატავენ თანამშრომლობისთვის მზაობას. წარმოიდგინეთ თეორიულად, რომ აქციები კი არ დაანონსეს, რევოლუცია და ა. შ, არამედ თქვეს, რომ მოდი ერთად გავყვეთ ამ პუნქტებს. ასეთ შემთხვევაში ჩვენი პასუხი იქნებოდა ცხადი. რა თქმა უნდა, ვინც გვეუბნება, რომ ერთად უნდა შევასრულოთ კომისიის მიერ დათქმული პუნქტები, რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებთ, მაგრამ როდესაც რევოლუციით გემუქრებიან, თან ვინ?! ხალხის სახელით ლაპარაკობს მაქარაშვილი, დიღმელაშვილი, მიშა მშვილდაძე და ვახო სანაია, ეს ხომ სირცხვილია უბრალოდ?! ასეთ ადამიანებთან სახარებაზე საუბარი შეუძლებელია,” – თქვა კობახიძემ.

Comments
Loading...