ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი , ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში კატარის ელჩს -მუბარაქ ბინ ნასერ ალ ხალიფას შეხვდა.

ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ხაზი გაესვა საქართველოსა და კატარს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობების პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას.

გამოითქვა მზაობა, კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობები, ყველა მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის სფეროებში.

ელჩს, რომელმაც საქართველოში დიპლომატიური მისია დაასრულა, პრემიერ-მინისტრმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

Comments
Loading...